განახლებული: 01.07.2025
1. შესავალი მოგესალმებით StartPrint-ის პლატფორმაზე. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს მომხმარებლის ("თქვენ") მიერ StartPrint-ის ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის გამოყენებას. StartPrint წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ბეჭდვის მომსახურების მიმწოდებლებს ("პროვაიდერები") და მომხმარებლებს, რომელთაც სურთ დოკუმენტების, ფოტოების, წიგნების და სხვა ბეჭდური მასალის ამობეჭდვა ახლომდებარე პროვაიდერებში
StartPrint არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბეჭდვით სერვისის მომწოდებლებს და მომხმარებლებს ერთ ეკოსისტემაში. StartPrint-ის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება დაბეჭდოს დოუკუმენტები, ფოტოები, წიგნები და სხვა მობილური აპლიკაციის ან ვებ-აპლიკაციის საშუალებით.
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს აპლიკაციაში რეგისტრაციამდე. რეკომენდებულია წინამდებარე დოკუმენტის მატერიალური სახით გაცნობა. აპლიკაციაში რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით წესებისა და პირობების შინაარსს, მათი დებულებების თქვენზე გავრცელებასა და გამოყენებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, არ დარეგისტრირდეთ ან არ გამოიყენოთ აპლიკაცია.
აპლიკაციაში ბეჭდვითი სერვისის გამოსაყენებლად აუცილებელია რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციის გასავლელად პირმა მენიუდან უნდა აირჩიოს „სისტემაში შესვლა“, შემდგომ „რეგისტრაცია“ და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო ფორმაში სავალდებულოა შემდეგი პერსონალური ინფორმაციის მითითება: სახელი, ელ-ფოსტა, პაროლი. რეგისტრაციის დასრულებამდე პირმა უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი, რომლითაც ადასტურებს, რომ: სრულწლოვანია; წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს. ანგარიშის შექმნის შემდგომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ინფორმაცია.
აპლიკაციაში რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით: Apple ID, Google.
ანგარიშის უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია მომხმარებელმა არ გამოიყენოს სხვა პლატფორმაზე გამოყენებული იდენტური მონაცემები. ნებისმიერ შემთხვევაში, StartPrint არ არის პასუხისმგებელი ანგარიშის უსაფრთხოების მომხმარებლის მხრიდან უზრუნველყოფაზე.
აპლიკაციაში რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: StartPrint-სთვის ნებისმიერ მომენტში მიწოდებული ნებისმიერი და ყველა ინფორმაცია არის სრული და უტყუარი. დაიცავს და შეინარჩუნებს ანგარიშის მონაცემების კონფიდენციალურობას. უზრუნველყოფს ანგარიშზე მესამე პირების დაშვების შეზღუდულ წვდომას.
ბეჭდვის სერვისის გამოსაყენებლად აუცილებელია შეკვეთის გაფორმება. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია შემდეგნაირად: აპლიკაციაში პირველ რიგში ასარჩევია ბეჭდვითი სახებოა (სურათი, წიგნი, სერტიფიკატი, სავიზიტო ბარათი და ა.შ).
შემდეგ მომხმარებელი ირჩევს: ფურცლის ზომას, ფურცლის სახეობას (პრიალა, მქრქალი და ა.შ) და დამატებებს, როგრებიცაა: აკინძვა, ლამინირება და ა.შ ყველა პარამეტრის არჩევის შემდგომ მომხმარებელი ტვირთავს ფაილებს სისტემაში და საპასუხოდ იღებს პროვაიდერთა სიას შესაბამისი შეთავაზებული თანხის ოდენობით.
მოხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს ნებისმიერ პროვაიდერი შემოთავაზებული სიიდან, სხვადასხვა პარამეტრებზე დაყრდნობით, როგორიცაა: პროვაიდერის ადგილმდებაორება, მიმოხილვები და ა.შ
ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. (ბარათით, Apple Pay, Google Pay). თანხის გადახდის მიზნით ანგარიშსწორების გვერდზე მომხმარებელი უთითებს ბარათის მონაცემებს. თანხის გადახდას ადასტურებს შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.
პროდუქტის მიწოდება ამ მომენტისთვის შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე მისვლით, კერძოდ პროვაიდერის ოფისში. პროვაიდერს აქვს ვალდებულება შეინახოს დაბეჭდილი მასალ არაუმეტეს 14 დღისა. 14 დღის ამოწურვის შემდგომ დაბეჭდილი მასალა ჩაითვლება შესრულებულად, მაგრამ არა ჩაბარებულად და მოხმარებელს არ მოეცემა თახნის უკან დაბრუნების საშუალება
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ანგარიში აპლიკაციიდან „პროფილის“ ველის გამოყენებით. გარდა ამისა, StartPrint იტოვებს უფლებას, შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან/და გააუქმოს ნებისმიერი ანგარიში აპლიკაციაში ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, თაღლითური, ყალბი ან უკანონო გამოყენების ეჭვის შემთხვევაში ან მომხმარებლის ანგარიშის იმგვარი გამოყენებისას, რაც ეწინააღმდეგება ამ წესებსა და პირობებს.
აპლიკაციაში წარმოდგენილი პროდუქტი მოწოდებულია „როგორც არის“ („as is“) პრინციპით და StartPrint არ გასცემს რაიმე სახის ნაგულისხმევ ან აშკარა გარანტიას. ამასთანავე StartPrint არ გასცემს რაიმე სახის ნაგულისხმევ ან აშკარა გარანტიას აპლიკაციაში არსებული მასალების სიზუსტესა ან სანდოობაზე, ან ასეთ მასალებთან დაკავშირებით ნებისმიერ დაკავშირებულ ვებგვერდებზე. StartPrint არ გასცემს გარანტიას აპლიკაციის შინაარსის სისწორისა და მართებულობის შესახებ. StartPrint პასუხისმგებელი არ არის აპლიკაციის მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომობაზე და არ გასცემს გარანტიას, რომ აპლიკაციას არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა. StartPrint-ის პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში StartPrint-ის პასუხისმგებლობა შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით. StartPrint არ არის ვალდებული აანაზღაუროს StartPrint-ის, მისი დასაქმებულების ან აგენტების გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანი ან შედეგობრივი პასუხისმგებლობა (მათ შორის მიუღებელი შემოსავალი, არაპირდაპირი ზიანი).
ნახეთ ვრცლად: კონფიდენციალურობა
მომსახურების გამოყენება აკრძალულია იმ მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება მის დანიშნულებას ან სერვისის პირობებს. არ შეიძლება სერვისის გამოყენება ისეთი კომერციული საქმიანობისთვის, რომელიც არ არის ჩვენს მიერ დამტკიცებული.
მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდზე და აპლიკაციაში. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენ პერიოდულად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით და აპლიკაციით სარგებლობის გაგრძლება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
წინამდებარე წესები და პირობები და ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა, რომელიც წარმოიშობა მასთან ან მის საგანთან დაკავშირებით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ინციდენტის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდანვე მიმართოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც პირდაპირი და დაუყოვნებლივი კომუნიკაციის შედეგად მიმართავს ყველა ზომას საკითხის შესასწავლად და სადავო პრობლემის აღმოსაფხვრელად. თითოეული მხარე თანხმდება საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას მათ შორის არსებული ნებისმიერი დავისა და მოთხოვნის გადასაწყვეტად, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან მის საგანთან დაკავშირებით.